გასვლითი გაკვეთილები

 


           ექსკურსია-გაკვეთილი გარდენიაში

                       გასვლითი   გაკვეთილი-პროექტი    ბუნებაში 

     გეგმა 

თემა:      დავიცვათ და გავუფრთხილდეთ დედამიწას 

კლასი :  3-ბ                                                                                                                                          

მასწავლებელი :  ჭინჭარაშვილი                                                                                    

 მიზანი:  მოსწავლეებმა  პრაქტიკულად  გააცნობიერონ მცენარეთა გამრავლება- მოშენებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ   დედამიწის გადარჩენისა და  ადამიანისათვის 


გაკვეთილი  გარდენიაში 

ბუნებაში ვისწავლეთ თემები: ,,მცენარეების ზრდა-განვითარება“  და  ,, ,,გარემოზე ზრუნვა“.   

მოსწავლეებმა დიდი  ინტერესი გამოიჩინეს   და  მოიპოვეს ინფორმაციები სხვადასხვა     (უცნაური  ხეების)   მცენარეების,  მათი  გამრავლებისა  და ზრდა-განვითარების შესახებ. ასევე   გააცნობიერს, რომ  ხე-მცენარეების გამრავლება-მოშენებას  დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის,  რომ  სუფთა  და ჯანმრთელ  გარემოში ვიცხოვროთ ,არ დავაბინძუროთ გარემო,  გავუფრთხილდეთ მას, დავრგათ ხეები და მცენარეები და მოვუაროთ. 

 აღმოჩნდა, რომ, ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც სოფელთან კავშირი არ ააქვს ,    ფიზიკურად,  წარმოდგენა   არ ჰქონდათ  მცენარეების  დარგვა- მოშენებასთან. 

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, გადავწყვიტეთ,  დედამიწის დღესთან დაკავშირებით,  დაგვეგეგმა  და  ვწვეოდით  თბილისში,  ზურა  შევარდნაძის  სანერგე  მეურნეობას. ,,გარდენიას“ 

   

                                      აქტივობების   აღწერა 

აქტივობა 1. თეორიული  მასალის  გაცნობა სახელმძღვანელოში,  ინტერნეტში  მოძიებული მასალის გაცნობა  მცენარეთა  და მათი  მნიშვნელობის შესახებ 

2.     გასვლითი  გაკვეთილის   დაგეგმვა  ბუნებაში-გარდენიაში 

                                       

                                   მსვლელობა 

აქტივობა 1.  დაკავშირება და შეთანხმება  გარდენიის ადმინისტრაციასთან

 აქტივობა 2. მისვლა   გარდენიაში

აქტივობა   3.   საუბარი :  მცენარეების მოშენება   -   მოვლის შესახებ   წარიმართა კითხვა -პასუხის რეჟიმში                                                                                                                 

აქტივობა  4.  ადგილზე   დამხვედრმა,   ნია მასწავლებელმა   ბავშვებისათვის  მოახდინა   დემონსტრირება,  როგორ უნდა  ჩაერგათ ქოთანში  ყვავილის  ნერგი 

 

აქტივობა   5. პრაქტიკული  მუშაობა-     ბავშვებმა მასწავლებელთან  ერთად  ნერგისათვის მოამზადეს  საყვავილე  თიხის  ქოთნები: შეღებეს თავიაანთი საყვარელი ფერებით, გარედან  გაალამაზეს  გადასაყვანი წებოვანი  სტიკერებით,  ჩაყარეს მიწა   ქოთნებში და ჩარგეს ყვავილის ნერგები.                                                                                                          

აქტივობა   6.  დარგვის შემდეგ ისაუბრეს ყვავილის მოვლის წესებზე         

აქტივობა   7.  მასწავლებელმა გააკეთა უკუკავშირი, შეამოწმა    მოსწავლეებმა რამდენად აითვისეს  ყვავილის მოვლის წესები. 

აქტივობა   8.   გაკვეთილის დასასრულს გააკეთეს დასკვნა:  თითოეული  ნარგავი, გარდა იმისა, რომ ალამაზებს  ბუნებას, აუცილებელია იმისათვის, რომ  გვქონდეს:   სუფთა ჰაერი,  წყალი,  ქარსაცავი ზოლები, დაცული ვიყოთ  ზვავებისა  და სხვა მოვლენებისაგან.                         მცენარე  ცოცხალი  ბუნებაა და დედამიწას  ძალიან   სჭირდება,  ორივე კი , ადამიანს,  ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ  მათ , გავამრავლოთ და დავიცვათ,რომ ჩვენც დაცულები და ჯანმრთელები ვიყოთ. 

გაკვეთილს  ესწრებოდა სასწავლო ნაწილის  გამგე: ნარგიზ  კორაშვილი , სკოლის  ქართული ენის მასწავლებელი  ზიზი ჭაჭაშვილი,მშობლები.






                                                                                                           
                  
გაკვეთილზე გარდენიაში                     






























    





გარდენია




                

 ხელოვნების სახლში


შემეცნებითი     ექსკურსია -გაკვეთილი  თბილისის კინოსა და ხელოვნების სასახლეში

19 აპრილს  ვეწვიეთ  თბილისის  კინოსა და ხელოვნების  სასახლეს.   მოსწავლეები გაეცნენ  სასახლის ისტორიას. დაათვალიერეს  სასახლის სხვადასხვა  დარბაზი, სადაც დაცულია:  თამარ მეფის,მეფეთა,   დიდებულების , იმდროინდელი ეპოქის  წარმომადგენელთა და  ბოლოს ფილმის, ,,ქეთო და კოტეს“  პერსონაჟის  ქეთოს სამოსი.  

კინოხელოვნების დარბაზში











დაათვალიერეს   იაკობ გოგებაშვილის  ავეჯი და  ნივთები,  ლამპა, რომლის სინათლეზეც   იგი მუშაობდა.

ამის შემდეგ    აღმოვჩნდით კინოდარბაზში, სადაც   მოისმინეს და ნახეს როგორ კეთდებოდა და ახლა როგორ კეთდება  ანიმაციური ფილმი,  უყურეს ფილმს ,,სოფლის მაშენებელნი“ და    ბოლოს მოსწავლეებმა,   თავისი არჩევანის მიხედვით     შეასრულეს ნახატები     სხვადასხვა  მულტფილმებიდან  შესრულებული ნახატების მიხედვით.

კინოხელოვნების სასახლესთან

 


                         
      











გოგებაშვილის დარბაზში











მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები











გასვლითი გაკვეთილი    ქალაქის საბავშვო  ბიბლიოთეკაში

ხელოვნება--15.X. 2015  წელი

თემა:  რა  არის  ჟანრი

მიზანი: მხატვრული ჟანრი. ცნების გაცნობა. სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრის წაკითხვა.  ხატვის უნარ-ჩევების პრაქტიკაში  საჭიროება  და გამოყენებ

უნარ-ჩვევები: მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზებს,  ცდილობს მოცემული ამოცანის  გადაჭრას  დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად. ადეკვატურად ასახავს ობიექტის ფერს ნამუშევარში.  იცავს უსაფრთხოების წესებს, აწესრიგებს სამუშაო ადგილს,  უზიარებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარში,   ამოიცნობს  ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს, საგნებსა და მოვლენებს, პეიზაჟებს, ნატურმორტს, პორტრეტს. მხარს უჭერს  თანაკლასელებს  და არის კეთილგანწყობილი მათი ნამუშევრებისა და აზრის მიმართ.იცავს დროის ლიმიტს, საუბრობს  ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში   ხვდება, გამოთქვამს აზრსნამუშევარში არსებულ ნაცნობ  სურათზე ან საგანზე, ყურადღებას ამახვილებს ნახატის ჟანრზე

  ს. გ.II. 5-ის 1;   6-ის 1,2.   7-ის 1,2, 5, 11-ის  გას. გ.II. 1-ის 1,  4--ის 1; 7-ის 1,2, 5. 9-ის1,2.   11-ის 1,  13-ის 1,2.

აქტივობები: 

1.         საუბარი ხატვის სხვადასხვა ჟანრზე --5 წთ

2.         გამოფენის დათვალიერება მათი თანატოლების   

            ნამუშევრებისა   და   ნახატების წაკითხვა--7 წთ

3.          მუშაობა   თაბახებზე - თავისუფალი ხატვა--20 წთ

4.         სამუშაო ადგილის მოწესრიგება-3

5.         პრეზენტაცია--7 წთ

6.         შეფასება--2 წთ

7.         შეჯამება- 1 წთ

რესურსები:  ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, თაბახის ფურცლები, ფერადი 

ფანქრები, ფოტოაპარატი

 

გაკვეთილის მსვლელობა

 

I ფაზა-       

 საუბარი  ხატვის სხვადასხვა ჟანრზე

 

II ფაზა--ძირითადი  ნაწილი

1.ნამუშევრების  დათვალიერება -წაკითხვა  და  კლასიფიკაცია  ჟანრების

 მიხედვით მის შინაარსზე,  საუბარი   თბილ და ცივ  ფერებზე,  ნახატების 

შესრულების თავისებურებებზე, ნახატში გადმოცემულ  განწყობაზე.

v         ხელოვნების რომელი ჟანრია თქვენთვის ცნობილი?

v         როგორი ფერები აქვთ მხატვრებს  გამოყენებული?

v         თბილი ფერებით როგორი გაწყობილებაა სურათებში  გადმოცემული?

v         ცივ ფერებს როდის იყენებენ მხატვრები?

 

 2.  პრაქტიკული მუშაობა:  მოსწავლეთა მიერ შერჩეულ  თემაზე მუშაობა

III     ფაზა-- 

v         ნამუშევრების პრეზენტაცია 

v         სამუშაო ადგილების მოწესრიგება

v         გაკვეთილის  შეჯამება-შეფასება

 

 





        მასწავლებლის სახელი, გვარი : ნათელა ჭინჭარაშვილი








Комментариев нет: