სამტრედია

სამტრედია
           

აკაკი ანდღულაძე
 



ჩემი   ქალაქი სამტრედია  მდებარეობს  კოლხეთის დაბლობზე, იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის  მარჯვენა სანაპიროზე.  სამტრედია მნიშვნელოვანია  თავისი სარკინიგზო მიმოსვლით.  მისი მნიშვნელობა უფრო გაზარდა   თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ.                                                         
დღეისთვის სამტრედიის რაიონში                    49 სკოლაა. სამტრედიაში მოქმედებს მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი. ის დაარსდა  1942  წელს, როგორც პიონერთა სახლი და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებობს შემოქმედებითი ჯგუფიორუდილა“, ქორეოგრაფიული ჯგუფიფანტაზიადა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლიიმედი“.                                                                                                                                
გალაკტიონ ტაბიძე სამტრედიაზე წერდა:                       
 შენთვის არავის უძღვნია ლექსი,                                              რომ ვერ გამჩნევენ, ალბათ ბედია,
         შენ ხომ სახელად ატარე დაბა
         თან მხოლოდ დაბა და სამტრედია.“

სამტრედიაში  ჩემთვის  ცნობილია  შემდეგი ეკლლესია-მონასტრები:
                                                                                        






წმ.  ანდრიას  სახ.  ეკლესია
   წმ.გიორგის სახ. ეკლესია
ფერიცვალობის  ეკლესია
 



ადრე სამტრედიაში რამდენიმე ფაბრიკა იყო: შოკოლადის, ჩაის გადამამუშავებელი და სხვ.    კარგად არის  განვითარებული სოფლის მეურნეობაცსოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეაბრეშუმეობა,  მევენახეობა  მეჩაიეობა, მებოსტნეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და სხვა.

სამტრედიაში მოდის გოგირდოვანი წყლები.
სამტრედიაში დაიბადნენ:
კახა კალაძე - ქართველი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი                                                             
აკაკი კვანტალიანი -  ქართველი მსახიობი