კვლევა

 სსიპ ქალაქ რუსთავის #23 საჯარო სკოლა

საკუთარი პედაგოგიური კვლევის 

გეგმა

2018-2019 სასწ. წ.

 ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად  სწორი, გამომეტყველებითი კითხვის უნარის კვლევა და მისი ხარისხის გაუმჯობესების გზები

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

მასწავლებლის სტატუსი:  უფროსი


დასახელება

შესრულებისთვის განსაზღვრული დრო

შესრულება

1

პრობლემის იდენტიფიცირება

2018 წ.-ის ოქტომბერი

 

2

კვლევის მიმართულების განსასაზღვრად სხვა სხვა  მასწავლებლებთან  სამუშაო შეხვედრა, დაკვირვება მათ მუშაობაზე. გამოცდილების გაზიარება, კვლევის ამოცანების, მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის გაცნობა, საკვლევი ფოკუსჯგუფების/კლასის შერჩევა;

2015 -2016

2016-2017

სასწ.წ

 

3

 საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ცხრილების/კითხვარების შევსება (2 ეტაპად);

 

2018-12019 სასწ. წ.-ის

ოქტომრიდან ივნისამდე

2018-19 სასწ. წ.-ის

ოქტომრიდან იანვრამდე

2018-19 სასწ. წ.-ის

თებერვლიდან  ივნისამდე

4

მონაცემების შეგროვების მეთოდები:   

ა).  სიტყვების წაკითხვა

1.         ბ). დიაგნოსტიკური ტესტირება  

2.    მიღებული შედეგების ანალიზი

        3.    შედეგების  შედარება და ანალიზი

        4.    საბოლოო დასკვნები და რეკომენდაციები

2018  წლის დეკემბერი

2019    წლის

იანვარ--მაისი

 

5

მიმდინარე კვლევის მონიტორინგი

2018-19სასწ. წლის

ოქტომრიდან ივნისამდე

 

6

დაკვირვება კითხვაზე (ტემპი, ხარისხი, სიჩქარე, გარკვეულობა...)

 

2018-2019  სასწ. წლის II სემესტრი

 

7

კვლევის ფარგლებში მიმდინარეობის მონიტორინგი, შედეგების ანალიზი

 

2019 სასწ. წ.-ის

მე-2 სემესტრი, აპრილი

 






სსიპ ქალაქ რუსთავის N 23  საჯარო სკოლა საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა 

 სსიპ ქალაქ რუსთავის N 23  საჯარო სკოლა საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა 

 

კვლევის თემა:   ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად  სწორი, გამომეტყველებითი კითხვის უნარის კვლევა და მისი ხარისხის გაუმჯობესების გზები  

 

კვლევის ორგანიზატორი:  დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათელა ჭინჭარაშვილი მასწავლებლის სტატუსი:  უფროსი მასწავლებელი 

 

კვლევის ფოკუსჯგუფი: I ბ  კლასის  მოსწავლეები (კლასში არ არის სსსმ მოსწავლე) 

 

კვლევის პერიოდი: 2018  წლის  ოქტომბერი -2019 წლის მაისი 

 

პრობლემა :   დაწყებით კლასებში  არასწორი კითხვის სწავლა-სწავლება  ხელს უშლის მოსწავლეს  საერთოდ სწავლაში, ტექსტის გააზრებაში, რაც თავს იჩენს  პირველ კლასიდანვე, მაგრამ განსაკუთრებით თვალშისაცემია   ეს პრობლემა, როდესაც ბავშვები დამოუკიდებლად,  თვითონ იწყებენ ტექსტის კითხვას და  გააზრებას. ეს მაჩვენა ჩემმა   საკუთარმა გამოცდილებამ. როდესაც   მესამე-მეოთხე კლასში დიდი მოცულობის ტექსტების წაკითხვა-გააზრებაზე დავიწყეთ მუშაობა, მოსწალეებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ  იმისათვის,   რომ ტექსტები წაეკითხათ და სწორად გაეაზრებინათ. პრობლემა სწორედ ის გახლდათ, რომ ტექსტის გააზრება მაშინ უჭირდა მოსწავლეს, როცა იგი არასწორი ინტონაციით კითხულობდა მას, შესაბამისად, ვერ იგებდა, ვერ იაზრებდა სწორად. ამიტომ  გადავწყვიტე, რომ    პირველი კლასიდანვე, ზეპირი მეტყველების  განვითარებასთან ერთად, დიდი ყურადღება  მიმექცია სწორი მეტყველების  განვითარებისა     და   სწორი კითხვისათვის.  აქტუალობა:  საკითხის აქტუალობა   და საჭიროება უფრო ნათლად დავინახე, როდესაც მესამე- მეოთხე კლასში  ჩემს მოსწავლეებს  უფრო  მეტად გაუჭირდათ  დიდი მოცულობის  ტექსტების გაგება-გააზრება ( რამდენიმე ბავშვის გარდა ), მათ  ხშირად ესაჭიროებოდათ ჩემი დახმარება. აქტივობები კვლევის ჩატარებამდე :  2-3 წლის  წინ    თანამონაწილე  ვიყავი   კვლევისა ,,სწორი (გამომეტყველებითი) კითხვის მნიშვნელობა წაკითხულის     გააზრებისთვის  ( ორგანიზატორი: ნაირა როხაძე ).  ვესწრებოდი მის შეხვედრებს  კოლეგებთან, როდესაც  ამ საკითხს სწავლობდა   და იკვლევდა სხვადასხვა  კლასებში. მოვისმინე და მოვასმენინე ჩემი კლასის მოსწავლეების წაკითხულიც, დავესწარი  სხვადასხვა კლასთან  მუშაობას  და დავინახე, რომ  აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ყველაზე ეფექტური იყო პირველკლასელებთან, დანარჩენ კლასებში ძალიან  დაგვიანებული, თუმცა გამოსწორებადი. ამიტომ  გადავწყვიტე, პირველი კლასიდანვე ჩამეყარა საფუძველი სწორი კითხვის ( მახვილის გათვალისწინება, სასვენი ნიშნები, სხვადასხვა მოდალობის  წინადადების სწორად წარმოთქმა და სხვ.), ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მოსწავლეთა მიერ ტექსტის სწორად გაგება-გააზრებაზე. 

 

კვლევის მიზანი:  დამედგინა, აისახებოდა თუ არა  მოსწავლეთა   წარმატებაზე  სწორად   კითხვის ჩვევის დაუფლება. კვლევის მეთოდოლოგია:   ა) სამიზნე ჯგუფი:   I ბ  კლასი   ბ) მონაცემების შეგროვების მეთოდები:     

1. ა)  სიტყვების წაკითხვა      ბ) დიაგნოსტიკური ტესტირება  

 გ) მონაცემების  შეგროვების  მეთოდების  აღწერა: 

დ) მონაცემების  დამუშავების  მეთოდების  აღწერა: (დანართი   N 4) 

 2.    მიღებული შედეგების ანალიზი       

  3.    შედეგების  შედარება და ანალიზი      

   4.    საბოლოო დასკვნები და რეკომენდაციები  

1. მოსწავლეებს  ეძლევათ წასაკითხი სიტყვები   (დანართი 1.) 

2. მოსწავლეებს წასაკითხად ეძლევათ მცირე ზომის  ტექსტები კითხვებით და სავარაუდო პასუხებით.რომელიც უნდა გაიაზრონ და სწორი პასუხები შემოხაზონ.  ( დანართი 2.)

 3. მოსწავლეთა ნამუშევრების საფუძველზე  მასწავლებელი ავსებს წინასწარ             შედგენილ კითხვარებს  (დანართი  N 3).   

 


 

 

I  კლასში  ჩატარებული კვლევის შედეგები 

I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი საშუალო წლიური 

არადამაკმაყოფილებელი  5   4 3 4 

დამაკმაყოფილებელი 7   8      6 7 

კარგი   10  10 13 11 

 

კვლევის შედეგები და მათი  ინტერპრეტაცია; იმის დასადგენად, ესმოდა  თუ არა   ბავშვს  წაკითხული,  საინტერესო გამოდგა   უცხო სიტყვების კითხვა და მათი მნიშვნელობის გააზრება. დასაწყისში,რა თქმა უნდა, უჭირდათ, მაგრამ წლის ბოლოსათვის   მივიღეთ უკეთესი შედეგი  (შედეგების გააზრება) პირველი  კვლევის  შედეგი ასეთი იყო:  კვლევის I ეტაპი     შედეგები 

არადამაკმაყოფილებელი -5 

დამაკმაყოფილებელი-7 

კარგი -10 

 რისკის ზონაში იყო 5 მოსწავლე, დამაკმაყოფილებელი შედეგი ჰქონდა 7 მოსწავლეს, ხოლო კარგი - 10 -ს. გარკვეული დროის შემდეგ ჩავატარე  მეორე კვლევა. 

 მეორე ეტაპის შედეგი ასეთი იყო: 

რისკის ზონაში იყო 4 მოსწავლე, დამაკმაყოფილებელი შედეგი ჰქონდა 8 მოსწავლეს,ხოლო კარგი- 10 -ს.კითხვის  მიმართულებით  უკეთესი შედეგი აღმოჩნდა მეორე სემესტრში. მივხვდი, რომ შეიძლებოდა შედეგის გაუმჯობესება და  გავაგრძელე მუშაობა. მესამე  ეტაპის შედეგად  ასეთი სურათი მივიღე: კვლევის  III  ეტაპის შედეგები არადამაკმაყოფილებელი 3 დამაკმაყოფილებელი 6 კარგი 13 

 მართალია, ერთნაირი და სასურველი  შედეგი  ვერ მივიღე,, მაგრამ   მივაღწიეთ იმას, რომ კითხვა ყველამ ისწავლა და  ვფიქრობ, ვინც სწორად და გამომეტყველებით კითხულობს, უკეთეს შედეგს მიაღწევს მომავალში, დანარჩენების შედეგები კი  მიღწევადია და შესაძლებელი  მიუახლოვდეს     მათ მონაცემებს. (ამას მიჩვენებს  მეორე, მესამე და მეოთხე კლასში ჩატარებული მუშაობა) 

 

ძირითადი  დასკვნები: კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ   გამომეტყველებითი კითხვის სწავლება  მნიშვნელოვანია და   აუცილებელი პირველი კლასიდანვე , ვინაიდან  იგი ეხმარება მოსწავლეს, მომავალში წაკითხულის სწორად  გაგება-გააზრებაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც გამომეტყველებით  წაკითხვა ისწავლეს, უკეთეს შედეგებს აღწევენ. გარდა იმისა, რომ გამომეტყველებითი კითხვის უნარი ეხმარება მოსწავლეს, ჩასწვდეს ტექსტის არსს, გაიაზროს იგი, ამზადებს საფუძვლებს და  მოსწავლეებს უმუშავებს უნარს მაღალ კლასებში  უფრო რთული   ტექსტების  დამოუკიდებლად  გაგება-გააზრებისათვის. როდესაც  მოსწავლე სათანადოდ კითხულობს ტექსტს, საინტერესოა   მოსწავლეთა მოსმენა  გაკვეთილზე,  აქტივობაც მეტია  და  აღვივებს სწავლისადმი ინტერესს.  

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებილი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება                                        შემუშავდეს რეკომენდაციები:

 ❖ გამომეტყველებითი კითხვის სწავლება უნდა დაიწყოს პირველი კლასიდან და იგი კითხვის სწავლებასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს; 

❖ რაკი გამომტყველებითი კითხვის  საფუძველი მარცვლებით კითხვაა, აუცილებელია თავიდანვე კითხვის სწორად სწავლება; 

 ❖ უკეთესი იქნება  საერთოდ  ყველა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა თავიდანვე იზრუნოს სწორი კითხვის ჩვევის  გამომუშავებაზე 

 

                                         

 

 

 

                      დანართი 1 .   სიტყვების წაკითხვის  ტესტი 


   დანართი 1 .   სიტყვების წაკითხვის  ტესტი 

 

 

რკო თვე ასი ოთხი ვენახი 

ლარი ფარა ისარი აკიდო გუგული 

მადა თემა ავდარი დათვი კვირას 

ანკარა იხვი კალამი მოკლე ბოლოკი 

ზოლი ბზუის ნიანგი საბანი გვირილა 

თბილი ობობა თეთრი ჩარჩო რკინა 

მკვახე გოგრა ზონარი კერავს გოდორი 

ხიდი კოკორი სოფელი ლაგამი მეზობელი 

გალია კურკა მსხალი გვშია გემრიელი 

ლომი ისარი ბელი ხურმა მონადირე 

დანართი2 

 

                                            დათუნა და ბაჭია   

   დათვმა და კურდღელმა  ტყის პირას სახლის აშენება გადაწყვიტეს. მეზობლებმა შვილებსაც დაუძახეს,  დაგვეხმარეთო.                                                                                                                                 კურდღელმა ბაჭიას  ფიცრის მოტანა დაავალა, დათვმა კი თავის ბელს  უთხრა: წადი და მორები დააგორეო.                                                                                                       დათუნას  მუშაობა  სულაც არ უნდოდა. დრო იხელთა, ღობეზე გადააბიჯა და  თაფლის მოსაძებნად წავიდა.                                                                                                                                                    საღამოს მშობლებმა შვილებს უხმეს. კმაყოფილმა კურდღელმა ბაჭია  ბოსტნეულით დააჯილდოვა. ფუტკრებისგან დაკბენილი,თავგასიებული ბაჯბაჯა კი შერცხვენილი იდგა მამის წინაშე.                                   

 

                                           წაკითხული ტექსტის გააზრება 

 

1) სიტყვაში  ,,კურდღელმა “     არის:        

   ა)  1 ხმოვანი და  8 თანხმოვანი                         ბ)      2 ხმოვანი და  7  თანხმოვანი          

 გ)  3 ხმოვანი და  6 თანხმოვანი                     დ)     7  ხმოვანი და 2 თანხმოვანი 

 

2) პირველ წინადადებაში არის      

 ა)  5  სიტყვა               6)     4 სიტყვა                გ) 8  სიტყვა             დ)     9  სიტყვა 

 

3)  ტექსტი შედგება: 

ა )  1 აბზაცისაგან        ბ )    2 აბზაცისაგან     გ)  3      აბზაცისაგან        დ)     4 აბზაცისაგან 

 

 

1. რამდენი  ცხოველია  ნახსენები  ტექსტში: 

 

ა)   3              ბ)    4              გ)   5               დ)    6  

 

2. რომელი  დაბრუნდა შერცხვენილი: 

 

ა)    დათვი              ბ)   კურდღელი        გ)  ბელი                    დ)   ბაჭია    

 

3.  ა)   მესამე აბზაცში საუბარია :  

ა)   დათვზე              ბ)  დათვის ბელზე      გ)     კურდღელზე       დ)  ბაჭიაზე 

 

4. შეარჩიე  შესაბამისი   სიტყვა, რომელიც  დაასრულებს   ამ    წინადადებას. 

 

ბელი ღობეზე____________________________- 

ა )  მიაბაჯბაჯდა  ბ)    გადაბაჯბაჯდა  გ) წაბაჯბაჯდა       დ) შემობაჯბაჯდა 

 

 

5. აქედან რომელი  ასაშენებელი მასალა  არაა  ტექსტში დასახელებული? 

 

ა)   კრამიტი             ბ) სილა                      გ)   მორი          დ)    ფიცარი 

 

   9)      რატომ ვერ შეასრულა ბელმა მამის დავალება? შემოხაზე  სწორი პასუხი.  

 ა)  მორებს ვერ მოერია           ბ)  მუშაობა არ უყვარდა      

   გ) მორები ბაჭიამ მოზიდა

   

         10.   რისთვის დაასაჩუქრა  კურდღელმა ბაჭია?            

 

_________________________________________________________________


არ  ქვეყნდება  გარკვეული ელემენტები კონფედენციალურობის დაცვის მიზნით. ( სიები და  სახელდებული შედეგები)


გრაფიკულად კითხვის შედეგები ასე გამოისახა:

 15 % ____  დაბალი მაჩვენებელი  

35 %_ დამაკმაყოფილებელი  

50 %___ კარგი 

წერილობითი ტესტის   შედეგების გრაფიკული მაჩვენებელი :


3%---  1- 5 ქულა  

35% ____ 7  ქულა                                                                                                                                        9%   ____   8 ქულა                    

 _53%___ 9, 10 ქულა 


სსიპ ქალაქ რუსთავის N 23  საჯარო სკოლა

საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევის ანგარიში

 

კვლევის თემა:   ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად  სწორი, გამომეტყველებითი კითხვის უნარის კვლევა და მისი ხარისხის გაუმჯობესების გზები

 

კვლევის ორგანიზატორი:  დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათელა ჭინჭარაშვილი

მასწავლებლის სტატუსი:  უფროსი მასწავლებელი

 

კვლევის ფოკუსჯგუფიბ  კლასის  მოსწავლეები (კლასში არ არის სსსმ მოსწავლე)

 

კვლევის პერიოდი: 2018  წლის  ოქტომბერი -2019 წლის მაისი

 

პრობლემა :   წაკითხულის  გააზრების უნარ- ჩვევის განვითარება  სწავლების ყველა ეტაპზე  თანაბრად აქტუალურია.

             განსხვავება  წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეს შორის  დროთა განმავლობაში  სულ უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც დაწყებით კლასებში  უჭირთ კითხვა, როგორც წესი ვერ ძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში, რასაც მოჰყვება სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის  მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია.

       როდესაც  მოვისმინე, რომ  ამ საკითხზე სკოლაში   მუშაობა ტარდებოდა,   (2016-2017 წ წ) მაშინვე ჩავერთე, როგორც მსმენელი და მონაწილე.   არასწორი კითხვის სწავლა-სწავლება  ხელს რომ უშლის მოსწავლეს  საერთოდ სწავლაში, ტექსტის გააზრებაში და  განსაკუთრებით თვალშისაცემია   ეს პრობლემა, როდესაც ბავშვები დამოუკიდებლად,  თვითონ იწყებენ ტექსტის კითხვას და  გააზრებას. ეს მაჩვენა ჩემმა   საკუთარმა გამოცდილებამ. როდესაც   მესამე-მეოთხე კლასში შედარებით დიდი მოცულობის ტექსტების წაკითხვა-გააზრებაზე დავიწყეთ მუშაობა, მოსწავლეებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ  იმისათვის,   რომ ტექსტები წაეკითხათ და სწორად გაეაზრებინათ. პრობლემა სწორედ ის გახლდათ, რომ ტექსტის გააზრება მაშინ უჭირდა მოსწავლეს, როცა იგი არასწორი ინტონაციით კითხულობდა მას, შესაბამისად, ვერ იგებდა, ვერ იაზრებდა სწორად.

ამიტომ  გადავწყვიტე, რომ    პირველი კლასიდანვე, ზეპირი მეტყველების  განვითარებასთან ერთად, დიდი ყურადღება  მიმექცია სწორი მეტყველების  განვითარებისა     და   სწორი კითხვისათვის.

აქტუალობა:  საკითხის აქტუალობა   და საჭიროება უფრო ნათლად დავინახე, როდესაც მესამე- მეოთხე კლასში  ჩემს მოსწავლეებს  უფრო  მეტად გაუჭირდათ  დიდი მოცულობის  ტექსტების გაგება-გააზრება ( რამდენიმე ბავშვის გარდა ), მათ  ხშირად ესაჭიროებოდათ ჩემი დახმარება.

აქტივობები კვლევის ჩატარებამდე :  2-3 წლის  წინ    თანამონაწილე  ვიყავი   კვლევისა ,,სწორი (გამომეტყველებითი) კითხვის მნიშვნელობა წაკითხულის     გააზრებისთვის 

 ( ორგანიზატორი: ნაირა როხაძე ).  ვესწრებოდი მის შეხვედრებს  კოლეგებთან, როდესაც  ამ საკითხს სწავლობდა   და იკვლევდა სხვადასხვა  კლასებში. მოვისმინე და მოვასმენინე ჩემი კლასის მოსწავლეების წაკითხულიც, დავესწარი  სხვადასხვა კლასთან  მუშაობას  და დავინახე, რომ  აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ყველაზე ეფექტური იყო პირველკლასელებთან, დანარჩენ კლასებში ძალიან  დაგვიანებული, თუმცა გამოსწორებადი.

ამიტომ  გადავწყვიტე, პირველი კლასიდანვე ჩამეყარა საფუძველი სწორი კითხვის ( მახვილის გათვალისწინება, სასვენი ნიშნები, სხვადასხვა მოდალობის  წინადადების სწორად წარმოთქმა და სხვ.), ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მოსწავლეთა მიერ ტექსტის სწორად გაგება-გააზრებაზე.

 

 

კვლევის მიზანი:  დამედგინა, აისახებოდა თუ არა  მოსწავლეთა   წარმატებაზე  სწორად   კითხვის ჩვევის დაუფლება.

 

კვლევის მეთოდოლოგია:

  ასამიზნე ჯგუფი:   I   კლასი

  მონაცემების შეგროვების მეთოდები:    

1.    ა)  სიტყვების წაკითხვა

     ბდიაგნოსტიკური ტესტირება  

2.    მიღებული შედეგების ანალიზი

        3.    შედეგების  შედარება და ანალიზი

        4.    საბოლოო დასკვნები და რეკომენდაციები

 

მონაცემების  შეგროვების  მეთოდების  აღწერა:

1.    მოსწავლეებს  ეძლევათ წასაკითხი სიტყვები   (დანართი 1.)

2.    მოსწავლეებს წასაკითხად ეძლევათ მცირე ზომის  ტექსტები კითხვებით და სავარაუდო პასუხებით.რომელიც უნდა გაიაზრონ და სწორი პასუხები შემოხაზონ.  ( დანართი 2.)

3.      მოსწავლეთა ნამუშევრების საფუძველზე  მასწავლებელი ავსებს წინასწარ       შედგენილ კითხვარებს  (დანართი  N 3).

                        

 

მონაცემების  დამუშავების  მეთოდების  აღწერა:

(დანართი   N 4)

 

 

I  კლასში

ჩატარებული კვლევის შედეგები

I ეტაპი

II ეტაპი

III ეტაპი

საშუალო

წლიური

არადამაკმაყოფილებელი

 5

  4

3

4

დამაკმაყოფილებელი

7

  8    

6

7

კარგი

  10

10

13

11

 

 

კვლევის შედეგები და მათი  ინტერპრეტაცია;

იმის დასადგენად, ესმოდა  თუ არა   ბავშვს  წაკითხული,  საინტერესო გამოდგა   უცხო სიტყვების კითხვა და მათი მნიშვნელობის გააზრება.

დასაწყისში,რა თქმა უნდა, უჭირდათ, მაგრამ წლის ბოლოსათვის   მივიღეთ უკეთესი შედეგი  (შედეგების გააზრება)

 

პირველი  კვლევის  შედეგი ასეთი იყო:


კვლევის I ეტაპი   

შედეგები

არადამაკმაყოფილებელი

5

დამაკმაყოფილებელ

7

კარგი

10

 

 

 

 

რისკის ზონაში იყო 5 მოსწავლე, დამაკმაყოფილებელი შედეგი ჰქონდა 7 მოსწავლეს, 

ხოლო კარგი - 10 -ს.

გარკვეული დროის შემდეგ ჩავატარე  მეორე კვლევა.

 

 

მეორე ეტაპის შედეგი ასეთი იყო:

 

  კვლევის  II  ეტაპის

შედეგები

არადამაკმაყოფილებელი

  4

დამაკმაყოფილებელი

  8    

კარგი

10

 

 

 

 

რისკის ზონაში იყო 4 მოსწავლე, დამაკმაყოფილებელი შედეგი ჰქონდა 8 მოსწავლეს,

ხოლო კარგი- 10 -ს.კითხვის  მიმართულებით  უკეთესი შედეგი აღმოჩნდა მეორე სემესტრში.

მივხვდი, რომ შეიძლებოდა შედეგის გაუმჯობესება და  გავაგრძელე მუშაობა.

 

მესამე  ეტაპის შედეგად  ასეთი სურათი მივიღე:

 

კვლევის  III  ეტაპის

შედეგები

არადამაკმაყოფილებელი

3

დამაკმაყოფილებელი

6

კარგი

13

 

 

 

 

 

მართალია, ერთნაირი და სასურველი  შედეგი  ვერ მივიღე,, მაგრამ   მივაღწიეთ იმას, რომ კითხვა ყველამ ისწავლა და  ვფიქრობ, ვინც სწორად და გამომეტყველებით კითხულობს, უკეთეს შედეგს მიაღწევს მომავალში, დანარჩენების შედეგები კი  მიღწევადია და შესაძლებელი  მიუახლოვდეს     მათ მონაცემებს. (ამას მიჩვენებს  მეორე, მესამე და მეოთხე კლასში ჩატარებული მუშაობა)

 

ძირითადი  დასკვნები: კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ   გამომეტყველებითი კითხვის სწავლება  მნიშვნელოვანია და   აუცილებელი პირველი კლასიდანვე , ვინაიდან  იგი ეხმარება მოსწავლეს, მომავალში წაკითხულის სწორად  გაგება-გააზრებაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც გამომეტყველებით  წაკითხვა ისწავლეს, უკეთეს შედეგებს აღწევენ. გარდა იმისა, რომ გამომეტყველებითი კითხვის უნარი ეხმარება მოსწავლეს, ჩასწვდეს ტექსტის არსს, გაიაზროს იგი, ამზადებს საფუძვლებს და  მოსწავლეებს უმუშავებს უნარს მაღალ კლასებში  უფრო რთული   ტექსტების  დამოუკიდებლად  გაგება-გააზრებისათვის. როდესაც  მოსწავლე სათანადოდ კითხულობს ტექსტს, საინტერესოა   მოსწავლეთა მოსმენა  გაკვეთილზე,  აქტივობაც მეტია  და  აღვივებს სწავლისადმი ინტერესს.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებილი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება

                                      შემუშავდეს რეკომენდაციები:

 

 

v  გამომეტყველებითი კითხვის სწავლება უნდა დაიწყოს პირველი კლასიდან და იგი კითხვის სწავლებასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს;

 

v  რაკი გამომტყველებითი კითხვის  საფუძველი მარცვლებით კითხვაა, აუცილებელია თავიდანვე კითხვის სწორად სწავლება;

 

v  უკეთესი იქნება  საერთოდ  ყველა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა თავიდანვე იზრუნოს სწორი კითხვის ჩვევის  გამომუშავებაზე

 

                      

                 

                           გამოყენებული ლიტერატურა :

 

1.    1.  კუტალაძე ი. როგორ ვასწავლოთ კითხვა, გამოცდების ეროვნული ცენტრი,

თბილისი 2010 წ.

 

2. 2.   ვადაჭკორიასასკოლო გამომეტყველებითი კითხვაგამომცემლობა  „განათლება“, თბილისი, 1977 წელი;

 

 

3.    3. განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტიგამომეტყველებითი კითხვის სწავლებისათვის სკოლაშიმათოდური მითითებათსილისი, 1974 წელი.

 

4.           4. ჯანაშია ., იმედაძე ., გორგოძე ., განვითარებისა და სწავლების თეორიებითბ., 2011.

 

 

5.      5. მხატვრული  ტექსტის გააზრების ზოგადი ასპექტი ჟურნალი ,,მასწავლებელი“, N 4,2014 წელი

 

6.     6. ტექსტის გააზრება და აკადემიური წერა   ჟურნალი  ,,მასწავლებელი ‘’     N5. 2016 წელი.

 

7.    7. ლობჟანიძე ., სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები,

ht  

 t                p://mastsavlebeli.ge/?p=2536






რეფლექსია

 

2018-2019 სასწ. წ.

 ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად  სწორი, გამომეტყველებითი კითხვის უნარის კვლევა და მისი ხარისხის გაუმჯობესების გზები

 

                               წაკითხულის  გააზრების უნარ- ჩვევის განვითარება  სწავლების ყველა ეტაპზე   ეტა           თანაბრად აქტუალურია.

             განსხვავება  წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეს შორის  დროთა განმავლობაში  სულ უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი ვერ ძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში, რასაც მოჰყვება სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის  მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია.
       როდესაც  მოვისმინე, რომ  ამ საკითხზე სკოლაში   მუშაობა ტარდებოდა,   (2016-2017 წ წ) მაშინვე ჩავერთე, როგორც მსმენელი და მონაწილე.
          მუშაობა  მიზნად ისახავდამოსწავლეთა კითხვის, კერძოდ, გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ამასთანავეროგორც ამ კვლევის ხელმძღვანელის  და წარმმართველის, ასევე მონაწილეების  მიერ,  თანამშრომლობის შედეგად იმ გზებისა და საშუალებების გამოძებნას, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდიდა  სასწავლო პროცესს.
 შედეგი იმ დროს ვერ დავინახე,  რადგან მესამე  კლასი მყავდა და  მივხვდი, რომ  არა გამოუსწორებადი, მაგრამ ,,დაგვიანებული’’ იყო.   მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ დამიკლია, ისეთი შედეგი ვერ მივიღე, როგორიც უნდა ყოფილიყო.
  დავინტერესდი და გადავწყვიტე, რომ ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა დამეწყო პირველი კლასიდავე,  გამომეკვლია  და აღმეწერა  მოვლენების თანმიმდევრობა. თავად დავრწმუნებულიყავი  რა შედეგს მოიტანდა ჩატარებული მუშაობა.
კვლევის შედეგებს პასუხი უნდა გაეცა შემდეგ კითხვებზე.
1. არის თუ  გამომეტყველებითი კითხვის სწავლება ყველაზე შედეგიანი პირველ კლასში;
2.     შეძლებდნენ თუ არა მოსწავლეები,  დაუფლებოდნენ  გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკას; 
3.     აისახებოდა თუ არა მიღწეული შედეგი მოსწავლეთა მიერ წაკითხულის გააზრებაზე 
კვლევის პირველ ეტაპზე  კვლევა  ჩავატარე    სიტყვების კითხვაზე.  
  ჩატარებული პირველი  კვლევის  დასრულებისთანავე დაისახა ინტერვენციის       სამოქმედო გეგმარომელიც  2  ეტაპად  განხორციელდა:
1.     კონსულტაცია  და სამუშაო შეხვედრა  პირველადი კვლევის ავტორთან
2.                 პარალელურად გამომეტყველებითი კითხვის  დანერგვა სასწავლო პროცესში;
     კვლევის პირველ ეტაპზევე  დავრწმუნდი,   რომ ამ  მიმართულებით  მუშაობის გაგრძელება აუცილებელი იყო.
 
 გამომეტყველებითი კითხვის სწავლებისათვის საუკეთესო პერიოდია პირველი კლასი, კერძოდ,  მარცვლების და შემდეგ სიტყვების ამოკითხვის სწავლების ეტაპი, დამარცვლასა და მარცვლებით კითხვაზე მუშაობის პერიოდი ( წინასაანბანო და საანბანო პერიოდები),  რომ შედეგი მხოლოდ პირველ კლასებიდავე  მუშაობით  მიიიღება.       
                                                            
   მეორე და მესამე ეტაპებზე კი  პასუხი  გაეცა წინასწარ დასმულ  კითხვებსაც:
v    პირველკლასელებს შეუძლიათ, დაეუფლონ გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკას,
v    შედეგებმა გამოავლინა გამომეტყველებითი კითხვის სწავლების ეფექტურობა
v    აისახებოდა თუ არა მიღწეული შედეგი მოსწავლეთა მიერ წაკითხულის გააზრებაზე          
კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს, მათ ვინც ჩართული იყო  პირველი კლასიდანვე( 2016-17 სასწ. წლიდან, ნაირა როხაძე, იზოლდა ტეფნაძე,  ლალი სესიტაშვილი, დაადასტურეს  რომ  ბავშვების ის ნაწილი, რომელმაც სწორი  და გამომეტყველებითი კითხვა ისწავლეს, III-IV კლასებში  არ გასჭირვებიათ   ტექსტების გაგება-გააზრება.
კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას  წარმოადგენს ფაქტები:
v    გამომეტყველებითი კითხვის სწავლებისათვის საუკეთესო  ასაკია პირველი კლასი;  
v    გამომეტყველებითი კითხვის სწავლება მნიშვნელოვნად აადვილებს მომავალში წაკითხულის გააზრებას.
 
 
                                                                                  ნათელა ჭინჭარაშვილი                                                       
                                                                                  2019 წელი 15 ივნისი
 
 
 

Комментариев нет: