ჩემი საცხოვრებელი ადგილი



მე ვარ ნათელა ჭინჭარაშვილი, ქ. რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
გავეცანი GEARN-ის პროექტებს და გადავწყვიტე ჩართვა ერთ-ერთ მათგანში. მოვაწყვეთ პროექტების პრეზენტაცია სკოლის მოსწავლებთან ერთად. ჩვენმა სკოლამ აირჩია რამდენიმე პროექტი.

კერძოდ ჩემმა კლასებმა ( IIIა ) და VIIბ კლასმა გადაწყვიტა ემუშავა პროექტზე „ჩემი საცხოვრებელი ადგილი“( პროექტის ავტორი - ხათუნა ქუმელაშვილი, თბილისი).
დავუკავშირდით ავტორს და დავიწყეთ მუშაობა. პროცესში ჩართული იყო თითქმის ყველა ბავშვი. ჩამოვაყალიბეთ 3 მუშა ჯგუფი, შევადგინეთ სამუშაო გეგმა და დავიწყეთ კვლევა.
გთავაზობთ ჩვენს მიერ მოკვლეულ მასალას შემდეგ სოფლებზე: ატოცი, არიხილოსკალო, დირბი, ონჭევიორულუ, ტყვირი.
ამ პროექტზე მუშაობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაიწყეს მუშაობა მასალების მოსაძებნად: დაუკავშირდნენ სოფლებში უფროსებს, მოიძიეს ისტორიები თავისი სოფლის წარმოშობასთან დაკავშირებით. ზოგ მათგანმა ისტორია შეავსო თავისი ნახატებით. თითოეულ მათგანს გიგზავნით მათ მიერ შედგენილ ტექსტთან მიახლოებით.შესწორების გარეშე.
მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რომ მიზანი, რომელიც ამ პროექტს აქვს დასახული, გამართლებულია. ბავშვებში ჩანს სიყვარული თავისი მშობლიური, საცხოვრებელი ადგილებისა, განიცდიან მის გაჭირვებას,აფასებენ და უფრთხილდებიან იმ ფასეულობებსა და ეროვნულ საგანძურს, რაც მათ გააჩნიათ.
მოსწავლეები დიდი ყურადღებით ეცნობიან ერთმანეთის საცხოვრებელი ადგილების ასტორიას.
ამ თემაზე მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ.
მოსწავლეებმა დაიწყეს მასალის ,,წიგნად'' აკინძვა , რომელშიც განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლების ისტორიები თავისი ფოტომასალით და მოსწავლეთა ნამუშევრებით.
ეს მასალა საიტერესო იქნება და ისარგებლებს ყველა კლასის მოსწავლე, ვინც დააინტერესდება საქართველოს კუთხეებით და მათი სოფლების ისტორიით.
ამ პროცესში ჩართული არიან ასევე მოსწავლეთა მშობლებიც.