ფასილიტატორი

                                                                              ფასილიტატორის სამუშაო გეგმა

 

სსიპ ქალაქ რუსთავის  საჯარო სკოლის

ფასილიტატორი:  ნათელა ჭინჭარაშვილი


N

 

აქტივობა

 

განხორციელების

ფორმა/გზები

 

დრო

 

რეფლექსია

 

1

ფასილიტატორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა

 

 

 

 

 

მასწავლებლებთან შეთანხმებითორივე მხარისათვის ხელსაყრელი დროის შერჩევაკომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმება.

 

20.09.17

 19. 09.2017 წლის  ბრძანება N 2-276-ის   ბრძანების საფუძველზე,  20 სექტემბერს   შევკრიბე   მასწავლებლებიგავაცანი  ჩემი მუშაობის მიზნები და შევთანხმდითრომ ყოველი კვირის   ოთხშაბათს ჩავატაროთ სამუშაო შეხვედრები,  რადგან ამ დღეს თითქმის ყველა მასწავლებელს  აქვს  საშუალება დაესწროს   შეხვედრებს

 

2

 ტრენინგის მასალების გაცნობა.   თვითშეფასების   კითხვარის

შევსების წესის  გაცნობა

ამობეჭდილ მასალაზე მუშაობა,

ინტერნეტით  შესავსები მასალისა და შევსების ფორმის ჩვენებატრენინგის მასალების გამოყენება.

 

28.09. 2017

გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ მასწავლებლებიჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ არის  17 მასწავლებელიშეხვედრას ესწრებოდა  17 -ივე.

 შეხვედრაზე გამოვიყენე ტრენინგის მასალები და მასწავლებლებს ავუხსენი კითხვარის შევსების წესები,  შემდეგ დავურიგე კითხვარის ამობეჭდილი ვარიანტები და ვთხოვეაერჩიათ სხვადასხვა  თავი და შეევსოთამის შემდეგ ვთხოვე გაეკეთებინათ კომენტარებიმოეყვანათ ძლიერ მხარეებზე კონკრეტული მაგალითებიმასწავლებლებმა მოიყვანეს მაგალითები და იმსჯელესიკამათესგამოიტანეს დასკვნები.

 შემდეგ დაფაზე ჩამოვწერეთ ის საშუალებებითუ როგორ შეიძლება გავიუმჯობესოთ პრაქტიკა,  ვთხოვეგაეკეთებინათ რეფლექსიებიშემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები და ყველა ჩაერთო ანალიზის პროცესში.

 დასასრულს მასწავლებლებს ვთხოვერომ შევსების პროცესში თუ რამე გაუგებარი ექნებოდათნებისმიერ დროს ერთად გაგვერკვია.

 

3

თვითშეფასების შევსებაში დახმარების გაწევაკონსულტაცია,

ინდივიდუალური კონსულტაციები

4.10.2017

მასწავლებლებმა  დაიწყეს შევსებამიუხედავად იმისარომ მონდომებული  და აქტიურები არიანგვაქვს კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემებიამიტომ ინტენსიურად ვერ ავსებდნენ,  ესაჭიროებოდათ დახმარებაპირობებიდან გამომდინარე ვთვლირომ   მაინც აქტიურობდნენ.  შევთანხმდით,  რომ გაითვალისწინებენ შენიშვნებსმასწავლებლების უმრავლესობამ ამობეჭდილ მასალაზე  შეავსოგავაანალიზეთ და შემდეგ გადაიტანეს.

 

4

 სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთანკითხვარის შევსების პროცესის მონიტორინგი,

ამობეჭდილი მასალაინტერნეტი.

4.10.2017

შევიკრიბეთ ჯგუფი,  გავაანალიზეთ მასწავლებლებმა წაიკითხეს  თავისი რეფლექსია და ჯგუფებმა გავაანალიზეთმასწავლებლებმა აღნიშნესრომ მსგავსი მეთოდი უადვილებს კითხვარის შევსების პროცესს.

5

კითხვარის შევსების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შეხვედრა მასწავლებლებთან

რეფლექსიებზე გადახედვარეკომენდაციების მიცემა მასწავლებლებზე.

11.10.2017

  შეხვედრა და კითხვარის შევსების მინიტორინგიშეხვედრას 16 მასწავლებელი დაესწროვიმსჯელეთ  რეფლექსიებზე,  გავუკეთეთ ერთმანეთს შეფასებები და კომენტარები.

6

თვითშეფასების კითხვარის   ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების  განხილვა და  ხარვეზების აღმოსაფხვრელი  სტრატეგიების შემუშავება

11. 10.2017

დავაჯგუფეთ  გამოვლენილი  მოსწავლეთა საჭიროებები . სევარჩიეთ სტრატეგიებირომელიც   სემდგომ მუშაობაში დაგვეხმარება.(იხკოლეგებთან შეხვედრის ოქმი )

7

სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან მასწავლებლის სამოქმედო და კრედიტების დაგროვების გეგმის გაცნობა -კონსულტაცია.

 

25.10.2017

შეხვედრას ესწრებოდა 16 მასწავლებელი,   ჯერ კარგად გავაანალიზეთ კრედირების დაგროვების გზები და საშუალებებისკოლაში ვართ 2 უფროსი მასწავლებელი და დანარენი პრაქტიკოსებიმათგანაც 2 - ჩაბარებული აქვს მარტო პროფესიული უნარები,  აქედან გამომდინარეგავაანალიზეთთითოეულს რა აქტივობები გვინდარომ მომდევნო საფეხურზე გადავიდეთგავმიჯნეთ სავალდებულო და დამატებითი კრედიტები.                                                 დავურიგე სამოქმედო გეგმის შესავსები შაბლონები და ავუხსენითუ რის მიხედვით უნდა შევადგინოთ და

   შემდეგ  ატვირთონ სამოქმედო გეგმა.

ამის შემდეგ ვუპასუხე  მასწავლებლების  მიერ  შეკითხვებსშევეცადე მათთვის  ამომწურავი  პასუხები გამეცა.

8

შიდა დაკვირვების გაკვეთილების დაგეგმვამონიტორინგიუკუკავშირი

 

(იხცხრილი )

ინდივიდუალური კონსულტაციები

ოქტომბერ-მაისი

შევადგინეთ  შიდა დაკვირვების გაკვეთილების განხილვისჩატარების  და უკუკავშირის  ცხრილი ,რომელიც განთავებულია  სამუშაო მასალებში

9

სიახლეების განხილვა

წლის გან-მავლობაშისაჭიროების დროს




 ფასილიტატორის მუშაობის ანგარიში


სკოლის ფასილიტატორთა  ტრენინგის გავლის შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისთანავე  პირველი ტრენინგი ჩავატარეთ სკოლის ფასილიტატორებმა. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის საკითხები, რომელიც უნდა განგვეხილა   ჩვენს  სასწავლო  სამუშაო  ჯგუფებთან.
   



                         



 

 

 შეხვედრა     მე- 5-6

შეხვედრაზე    მოხდა საკითხების  გაანალიზება  და მსჯელობა.   გამოითქვა  სხვადასხვა მოსაზრებები. დავნიშნეთ კონსულტაციის დღეები ოთხშაბათი


         


შეხვედრა  N  7

გავეცანით თვითშეფასების კითხვარის  ელექტრონულად შევსების წესს.


 

  

 

კოლეგებთან შეხვედრა
 

 

 

 

                               

 


 

 

                                      28  დეკემბერი  2015 წელი

თვითშეფასების     კითხვარის  შევსება  დასრულდა. თუმცა    რომ გავუზიარეთ ერთმანეთს ნამუშევრები,გამოირკვა, რომ  სუსტი მხარე უფრო მეტად უნდა წამოჩენილიყო, 




     იანვარი  2016 წელი

ქ. რუსთავის N23-ე  საჯარო სკოლაში  ჩატარდა   შეხვედრა    ტრენერთან: თემურაზ   შალამბერიძესთან.  გაწეულ  იქნა  კონსულტაცია   ინდივიდუალური  სამოქმედო  გეგმის  შევსებასთან  დაკავშირებით.

 

 

                                        

                              


  

 ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შევსების დროს  ცოტა გართულდა საჭიროებების დადგენა.მიმაჩნია, რომ  თვითშეფასების გეგმების  შევსების დროს გამოწვეულმა შიშმა მასწავლებლების მხრიდან  და უზუსტობებმა შექმნა ეს სიტუაცია.



            

პროექტი

 


პროექტის სახელწოდება:  ,,წიგნიერების  დანერგვა”

1.  პროექტის მიზანი: მოსწავლეთა თვალსაწიერის  გაფართოება, წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, ნახატების გამოფენაში მონაწილეობის მიღება.  ესთეტიკური  გემოვნების  გამომუშავება ,  დიდი  საკითხავი წიგნის შექმნა და პრეზენტაცია,  ვიქტორინის მოწყობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა. სპექტაკლის დადგმა წაკითხული  ნაწარმოების მიხედვით  მონაწილეები: მასწავლებელი:ნ. ჭინჭარაშვილი,  მოსწავლეები,  სკოლის ბიბლიოთეკის გამგე: მ. სტურუა.  ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკა ,                           

დირექტორი : თამარ მაისურაძე,   ერთი მსახიობის თეატრის მსახიობები. 

2.  პროექტის აქტუალობა: გახდებიან  კარგი მკითხველები,   ინტერესი გაუჩნდებათ წიგნიერებისადმი,  გაიღრმავებენ  ცოდნას,  ამ ბიბლიოეკაში ჩატარდება    გასვლითი გაკვეთილი ხელოვნებაში,  მოეწყობა ნახატების გამოფენა, მონაწილეობას მივიღებთ ბიბლიოთეკასთან  ერთად საერთო ღონისძიებაში.        


 3.    პროექტში  მონაწილეთა  ასაკი:  7-8- 12 წ                       

 4.    პროექტის   ვადები:  სექტემბერი-მაისი  

5.    პროექტის   მოსალოდნელი  შედეგები: პრეზენტაციის  მომზადება,  ვიდეოკოლაჟის შექმნა, ბლოგის მომზადება და განთავსება ინტერნეტში

6.    პროექტის   რესურსები:   სხვადასხვა  ლიტერატურის  შერჩევა და წაკითხვა , ციფრული ფოტო, მუსიკალური  ცენტრი,  ფორმები პატარა ,,მსახიობებისათვის“,  თაბახის ფურცლები,  ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.                 


       7.     პროექტის  მსვლელობა:

   1.    მოსწავლეთათვის პროექტის გაცნობა

   2.     მუშა  ჯგუფის ჩამოყალიბება                                                                                        

   3.    სამუშაოს გადანაწილება სურვილის მიხედვით                                                 

   4.    მასალაზე მუშაობა                                                               

    5.    საპრეზენტაციო  მასალის  მომზადება                                                                

    6.   პრეზენტაცია                                                                               

   7.    მასალის განთავსება  ბლოგზე

    8.    კავშირი ეროვნულ-სასწავლოგეგმასთან : კავშირი     ქართულ ენასთან,     მათემატიკასთან,  ხელოვნებასთან,  მუსიკასთან, ისტის  ტექნოლოგიებთან

.9.     პროექტის  ხელ-ლი:     ნ. ჭინჭარაშვილი  

10. ფალსიტატორის ელ.ფოსტა   saranatia@gmail.com


                            რეფლექსია

ვეწვიეთ საბავშვო ბიბლიოთეკას- დირექტორი  თამარ მაისურაძე, 


 მანამ ერთი თეატრის მსახიობები მოვიდოდნენ, მოსწავლეები გაწევრიანდნენ  მკითხველებად.   
 მსახიობების  მოსვლის შემდეგ, მათ  ბავშვებთან ერთად   წაიკითხეს ერთობლივად ნაცნობი ზღაპარი, შემდეგ  გაინაწილეს როლები და  გაითამაშეს სპექტაკლი.სპექტაკლის შემდეგ მოაწყვეს ვიქტორინა. იცეკვეს, იმღერეს და  მსახიობებთან ერთად დატოვეს ბიბლიოთეკის დარბაზი. 
   ბავშვების მეხსიერებაში  დარჩა ერთი ლამაზი და  საქმიანი დღე.



   



ერთობლივი  კითხვა მსახიობებთან

წაკითხული ზღაპრის პრსონაჟების გაცოცხლება მსახიობებთან  ერთად 




    


                         პროექტი - კითხვის დღე. 


      1.  პროექტის მიზანი :  


         1.    კლასში  მკითხველთა ჯგუფების  ჩამოყალიბება და მუშაობა

            2.  ისწავლიან   კარგ კითხვას,   გამოუმუშავდებათ  გაგება- გაანალიზების და                                შემოქმედებითი უნარები

         3.   მოსწავლეებს განუვითარდებათ   თანამშრომლობითი   ურთიერთობები,

          4. შემოქმედებითი და აუდიტორიის წინაშე წარდგენის  უნარ--ჩვევები.




.    წინასწარ:

1.   გავეცნობით  პროექტს 

2.  ჩამოვაყალიბებთ ჯგუფებს 

3. პროექტის აქტუალობა: 

ა). მოსწავლეები ისწავლიან კარგ კითხვას, გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურას  

ბ). გააკეთებენ  წაკითხული წიგნის პრეზენტაციას

გ). შექმნიან ნახატებს 

4. პროექტში მონაწილეთა ასაკი:    7- 8  წ.  (მეორე  კლასი )

5.   პროექტის   ვადები:  მთელი წელი

6.    პროექტის   მოსალოდნელი  შედეგები:   მხატვრული  კითხვის  სწავლა,    

წაკითხულის პრეზენტაციების მოწყობა,  მოსწავლეების მიერ შინაარსის მიხედვით  ნახატების  შექმნა.   ინტელექტუალური თამაშის მოწყობა,, ,,ეტალონი ’’                                                                                           


7.    კავშირი ეროვნულ-სასწავლო   გეგმასთან :       

ქართ. დაწყ.(I).1-ის  2.   მოსწავლე გასაგებად  გამოხატავს სათქმელს; 

ქართ.დაწყ.(I).3 -ის  1.  მოსწავლე იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს                                           ქართ.დაწყ.(I).6-ის  9.   მოსწავლე ცდილობს სათანადო ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა (თხრობითი, კითხვითი წინადადებების   და  სხვ

8.    პროექტის  რესურსები:    კომპიუტერი,  სკოლის  ბიბლიოთეკა, სხვადასხვა ლიტერატურა, ციფრული ფოტო. ფურცლები, რვეულები ჩასაწერად, სახატავი ფანქრები.

9.     პროექტის  ხელ-ლი:     ნ. ჭინჭარაშვილი , მონაწილე  მადონა სტურუა                                                               10.  ფალსიტატორის ელ. ფოსტა:  saranatia@gmail.com


                                         



                                           რეფლექსია

   პროექტი - კითხვის დღე. 

  პროექტის მსვლელობა:  

1. შევქმენით  ჯგუფები.  ჯგუფის წევრები შეირჩა შემთხვევითობის პრინციპით, ნაწილობრივ მოსწავლეთა სურვილის მიხედვით  

2. დავადგინეთ :     კვირაში ერთხელ მოვაწყოთ  კლასში კითხვის დღე

3. ჯგუფების  შემადგენლობა :

I ჯგუფის წევრები:

1. გოგოჩაშვილი კესარია 

2. ბეროშვილი  ქეთევანი

3. ბუაჩიძე ლუკა

4. ბრეგვაძე მარიამი

5. დადუნაშვილი გაგი


II ჯგუფი

1. კაკულია ია

2. თედორაძე ელენე   

3. კაბულაშვილი მარიამი

4. კუპატაძე მართა

5. კუპატაძე საბა

                                                                                                                  IV ჯგუფი

III ჯგუფი                                                           

1. ლემონჟავა მათე                                          1.   ციგრიაშვილი ნოდარი

2. ლეჟავა კატო                                                 2.   ოყუჯავა ნინი

3. მამედოვი იუსუფ                                         3.   სესიტაშვილი გიორგი

4. მოწონელიძე თენგო                                    4.   ციცვიძე ზურა

5. ჯინჭარაძე ანდრია                                       5. ჭიბოშვილი ლუკა

6.   ხუციძე მარიამი                                         6. ჩხაიძე დემეტრე





კითხვის  ჯგუფები
















პროექტის სახელწოდება:  ,,წიგნიერების  დანერგვა”

               აქტივობა :        წიგნის   დღესასწაული ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკის გამგე: ნაზი შერმადინი



ყველა  დღესასწაული  ლამაზია და თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ  ჩვენი სკოლის პირველკლასელებისათვის განსაკუთრებით ლამაზი,  მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოდგა  ა/წლის 23 აპრილს  წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალაქ რუსთავის  საბავშვო ბიბლიოთეკაში. ჩვენთან ერთად საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ: ჩვენი  სკოლის  დირექტორი,  ქალბატონი  ლელა ახალაია, ბიბლიოთეკის გამგე,  მადონა სტურუა- ჩხაიძე, სკოლის სხვა თანამშრომლები  და მშობლები.                                                                                                                                                                     საბავშვო ბიბლიოთეკაში მისულებს  იმდენად  სასიამოვნო და თბილი გარემო დაგვიხვდა,პატარებს დაავიწყდათ, რომ  უცნობ ხალხში  აღმოჩნდნენ,   გათამამდნენ  და მრავალფეროვანი  პროგრამა წარუდგინეს  მასპინძლებს:  ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები  და სიმღერები  დედაენაზე, წიგნზე, სამშობლოზე.   ბავშვებმა  სიხარული ვერ დაფარეს, როდესაც სტუმრებს  შორის აღმოჩნდა ჩვენთვის უსაყვარლესი  და ნაცნობი საბავშვო პოეტი ლია ბეჟანიშვილი, მათ სიამოვნებით  კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქალბატონ ლია ბეჟანიშვილის  პოეზია და მოასმენინეს სტუმრებს მისი ლექსები.  შემდეგ  ბიბლიოთეკის გამგემ , ქალბატონმა  ნაზი შერმადინმა  და   ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა ლაურამ   მოსწავლეებს  დაათვალიერებინეს ბიბლიოთეკა, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე. თითოეული    მათგანი სიხარულით  გაწევრიანდა  საბაშვო ბიბლიოთეკის მკითხველად და წამოიღეს მათთვის საინტერესო  თემაზე შერჩეული წიგნები. 

შევთანხმდით:  ჩვენი  მეგობრობა გაგრძელდება  და   ჩავერთვებით საბავშვო  ბიბლიოთეკის   მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებში.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლელა      ახალაიამ ბიბლიოთეკის  გამგეს  და  თანამშრომელს ქალბატონ ლაურას   თანამშრომლობისა და  გულთბილი დახვედრისათვის  გადასცა მადლობის   სიგელები..

 
წიგნის  პრეზენტაციაზე




სიგელის გადაცემა

    
                                                                                                                                                                            

 

 

 

 


 


 


 





გასვლითი გაკვეთილი    ქალაქის საბავშვო  ბიბლიოთეკაში

ხელოვნება--15.X. 2015  წელი

თემა:  რა  არის  ჟანრი

მიზანი: მხატვრული ჟანრის ცნების გაცნობა. სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება

უნარ-ჩვევები: მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზებს,  ცდილობს მოცემული ამოცანის  გადაჭრას  დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად. ადეკვატურად ასახავს ობიექტის ფერს ნამუშევარში.  იცავს უსაფრთხოების წესებს, აწესრიგებს სამუშაო ადგილს,  უზიარებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარში,   ამოიცნობს  ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს, საგნებსა და მოვლენებს, პეიზაჟებს, ნატურმორტს, პორტრეტს. მხარს უჭერს  თანაკლასელებს  და არის კეთილგანწყობილი მათი ნამუშევრებისა და აზრის მიმართ.იცავს დროის ლიმიტს, საუბრობს  ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში   ხვდება, გამოთქვამს აზრსნამუშევარში არსებულ ნაცნობ  სურათზე ან საგანზე, ყურადღებას ამახვილებს ნახატის ჟანრზე                                                                                     ს. გ.II. 5-ის 1;   6-ის 1,2.   7-ის 1,2, 5, 11-ის  გას. გ.II. 1-ის 1,  4--ის 1; 7-ის 1,2, 5. 9-ის1,2.   11-ის 1,  13-ის 1,2.

აქტივობები: 

1. საუბარი ხატვის სხვადასხვა ჟანრზე --5 წთ

2. გამოფენის დათვალიერება მათი თანატოლების ნამუშევრებისა   და   ნახატების წაკითხვა--7 წთ

3.  მუშაობა   თაბახებზე - თავისუფალი ხატვა--20 წთ

4. სამუშაო ადგილის მოწესრიგება-3

5. პრეზენტაცია--7 წთ

6. შეფასება--2 წთ

7. შეჯამება- 1 წთ

რესურსები:  ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, თაბახის ფურცლები, ფერადი 

ფანქრები, ფოტოაპარატი

გაკვეთილის მსვლელობა

I ფაზა-  

 საუბარი  ხატვის სხვადასხვა ჟანრზე

II ფაზა--ძირითადი  ნაწილი

1.ნამუშევრების  დათვალიერება -წაკითხვა  და  კლასიფიკაცია  ჟანრების

 მიხედვით მის შინაარსზე,  საუბარი   თბილ და ცივ  ფერებზე,  ნახატების 

შესრულების თავისებურებებზე, ნახატში გადმოცემულ  განწყობაზე.

ხელოვნების რომელი ჟანრია თქვენთვის ცნობილი?

როგორი ფერები აქვთ მხატვრებს  გამოყენებული?

თბილი ფერებით როგორი გაწყობილებაა სურათებში  გადმოცემული?

--ცივ ფერებს როდის იყენებენ მხატვრები?

 2.  პრაქტიკული :  მოსწავლეთა მიერ შერჩეულ  თემაზე მუშაობა

III     ფაზა-- 

ნამუშევრების პრეზენტაცია 

სამუშაო ადგილების მოწესრიგება

გაკვეთილის  შეჯამება-შეფასება




                              სკოლის ბიბლიოთეკაში

                                                      წიგნიერების დანერგვა. 


                                                           კითხვის დღე






            


საკლასო კითხვის ჯგუფები


         კითხვის  დღე მშობელთან  ერთად







დედამიწის დღე








ვსწავლობთ რუსთავის ისტორიას