ფასილიტატორის სამუშაო გეგმა
სსიპ ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლის
ფასილიტატორი: ნათელა ჭინჭარაშვილი
N | აქტივობა | განხორციელების ფორმა/გზები | დრო | რეფლექსია | |||
1 | ფასილიტატორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა | მასწავლებლებთან შეთანხმებით, ორივე მხარისათვის ხელსაყრელი დროის შერჩევა, კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმება. | 20.09.17 | 19. 09.2017 წლის ბრძანება N 2-276-ის ბრძანების საფუძველზე, 20 სექტემბერს შევკრიბე მასწავლებლები, გავაცანი ჩემი მუშაობის მიზნები და შევთანხმდით, რომ ყოველი კვირის ოთხშაბათს ჩავატაროთ სამუშაო შეხვედრები, რადგან ამ დღეს თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს საშუალება დაესწროს შეხვედრებს | |||
2 | ტრენინგის მასალების გაცნობა. თვითშეფასების კითხვარის შევსების წესის გაცნობა | ამობეჭდილ მასალაზე მუშაობა, ინტერნეტით შესავსები მასალისა და შევსების ფორმის ჩვენება. ტრენინგის მასალების გამოყენება. | 28.09. 2017 | გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ მასწავლებლები, ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ არის 17 მასწავლებელი, შეხვედრას ესწრებოდა 17 -ივე. შეხვედრაზე გამოვიყენე ტრენინგის მასალები და მასწავლებლებს ავუხსენი კითხვარის შევსების წესები, შემდეგ დავურიგე კითხვარის ამობეჭდილი ვარიანტები და ვთხოვე, აერჩიათ სხვადასხვა თავი და შეევსოთ. ამის შემდეგ ვთხოვე გაეკეთებინათ კომენტარები, მოეყვანათ ძლიერ მხარეებზე კონკრეტული მაგალითები, მასწავლებლებმა მოიყვანეს მაგალითები და იმსჯელეს, იკამათეს, გამოიტანეს დასკვნები. შემდეგ დაფაზე ჩამოვწერეთ ის საშუალებები, თუ როგორ შეიძლება გავიუმჯობესოთ პრაქტიკა, ვთხოვე, გაეკეთებინათ რეფლექსიები, შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები და ყველა ჩაერთო ანალიზის პროცესში. დასასრულს მასწავლებლებს ვთხოვე, რომ შევსების პროცესში თუ რამე გაუგებარი ექნებოდათ, ნებისმიერ დროს ერთად გაგვერკვია. | |||
3 | თვითშეფასების შევსებაში დახმარების გაწევა, კონსულტაცია, | ინდივიდუალური კონსულტაციები | 4.10.2017 | მასწავლებლებმა დაიწყეს შევსება, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებული და აქტიურები არიან, გვაქვს კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ინტენსიურად ვერ ავსებდნენ, ესაჭიროებოდათ დახმარება. პირობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ მაინც აქტიურობდნენ. შევთანხმდით, რომ გაითვალისწინებენ შენიშვნებს. მასწავლებლების უმრავლესობამ ამობეჭდილ მასალაზე შეავსო, გავაანალიზეთ და შემდეგ გადაიტანეს. | |||
4 | სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან. კითხვარის შევსების პროცესის მონიტორინგი, | ამობეჭდილი მასალა, ინტერნეტი. | 4.10.2017 | შევიკრიბეთ ჯგუფი, გავაანალიზეთ მასწავლებლებმა წაიკითხეს თავისი რეფლექსია და ჯგუფებმა გავაანალიზეთ, მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდი უადვილებს კითხვარის შევსების პროცესს. | |||
5 | კითხვარის შევსების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შეხვედრა მასწავლებლებთან | რეფლექსიებზე გადახედვა, რეკომენდაციების მიცემა მასწავლებლებზე. | 11.10.2017 | შეხვედრა და კითხვარის შევსების მინიტორინგი. შეხვედრას 16 მასწავლებელი დაესწრო. ვიმსჯელეთ რეფლექსიებზე, გავუკეთეთ ერთმანეთს შეფასებები და კომენტარები. | |||
6 | თვითშეფასების კითხვარის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების განხილვა და ხარვეზების აღმოსაფხვრელი სტრატეგიების შემუშავება | 11. 10.2017 | დავაჯგუფეთ გამოვლენილი მოსწავლეთა საჭიროებები . სევარჩიეთ სტრატეგიები, რომელიც სემდგომ მუშაობაში დაგვეხმარება.(იხ. კოლეგებთან შეხვედრის ოქმი ) | ||||
7 | სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან მასწავლებლის სამოქმედო და კრედიტების დაგროვების გეგმის გაცნობა -კონსულტაცია. | | 25.10.2017 | შეხვედრას ესწრებოდა 16 მასწავლებელი, ჯერ კარგად გავაანალიზეთ კრედირების დაგროვების გზები და საშუალებები, სკოლაში ვართ 2 უფროსი მასწავლებელი და დანარენი პრაქტიკოსები, მათგანაც 2 -ს ჩაბარებული აქვს მარტო პროფესიული უნარები, აქედან გამომდინარე, გავაანალიზეთ, თითოეულს რა აქტივობები გვინდა, რომ მომდევნო საფეხურზე გადავიდეთ, გავმიჯნეთ სავალდებულო და დამატებითი კრედიტები. დავურიგე სამოქმედო გეგმის შესავსები შაბლონები და ავუხსენი, თუ რის მიხედვით უნდა შევადგინოთ და შემდეგ ატვირთონ სამოქმედო გეგმა. ამის შემდეგ ვუპასუხე მასწავლებლების მიერ შეკითხვებს, შევეცადე მათთვის ამომწურავი პასუხები გამეცა. | |||
8 | შიდა დაკვირვების გაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი, უკუკავშირი (იხ. ცხრილი ) | ინდივიდუალური კონსულტაციები | ოქტომბერ-მაისი | შევადგინეთ შიდა დაკვირვების გაკვეთილების განხილვის, ჩატარების და უკუკავშირის ცხრილი ,რომელიც განთავებულია სამუშაო მასალებში | |||
9 | სიახლეების განხილვა | წლის გან-მავლობაში, საჭიროების დროს | |||||
სკოლის ფასილიტატორთა ტრენინგის გავლის შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისთანავე პირველი ტრენინგი ჩავატარეთ სკოლის ფასილიტატორებმა. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის საკითხები, რომელიც უნდა განგვეხილა ჩვენს სასწავლო სამუშაო ჯგუფებთან.
შეხვედრა მე- 5-6
შეხვედრაზე მოხდა საკითხების გაანალიზება და მსჯელობა. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. დავნიშნეთ კონსულტაციის დღეები ოთხშაბათი
შეხვედრა N 7
გავეცანით თვითშეფასების კითხვარის ელექტრონულად შევსების წესს.
კოლეგებთან შეხვედრა |
28 დეკემბერი 2015 წელი
ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა ტრენერთან: თემურაზ შალამბერიძესთან. გაწეულ იქნა კონსულტაცია ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შევსებასთან დაკავშირებით.
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შევსების დროს ცოტა გართულდა საჭიროებების დადგენა.მიმაჩნია, რომ თვითშეფასების გეგმების შევსების დროს გამოწვეულმა შიშმა მასწავლებლების მხრიდან და უზუსტობებმა შექმნა ეს სიტუაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий